weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„საქნახშირი“ მინდელის შახტში მომხდარს მეშახტეების გაუფრთხილებლობას უკავშირებს

14:58 ხუთშაბათი, 11 ივნისი 2020

კომპანია „საქნახშირი“ ტყიბულში, მინდელის სახელობის შატხში მომხდარ საწარმოო შემთხვევას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ინციდენტი მეშახტეების მხრიდან უსაფრთხოების წესების დარღვევამ გამოიწვია.

10 ივნისს, „საქნახშირის“ თანამშრომლებმა, კომპანიის განცხადებით, 200-მდე ადამიანმა, უარი თქვეს მუშაობის გაგრძელებაზე. ამის მიზეზად მათ შახტაში მომხდარი ინციდენტი დაასახელეს, რა დროსაც  ლიფტი, რომელშიც 22 მეშახტე იყო, გაიჭედა.

„საქნახშირის“ განმარტებით, მეშახტეებმა შახტიდან ამოსვლა ნაადრევად, ცვლის დასრულებამდე გადაწყვიტეს, რამაც საწარმოო შემთხვევა გამოიწვია.

„ამწე მექანიზმს პრობლემა 9 ივნისს, ღამის 00:40 საათზე შეექმნა. მეშახტეებმა შახტიდან ამოსვლა ცვლის დასრულებამდე გადაწყვიტეს. ამ დროისთვის ე.წ. „კლეტი“ ტვირთამწეობის რეჟიმში იმყოფებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ „კლეტზე“ ჩამოკიდებული არ იყო კარი და არ იყო ჩატარებული სპეციალური შემოწმება (ამწე მექანიზმის დათვალიერება და მოწესრიგება მიმდინარეობს ტვირთების ამოწევის დასრულების შემდეგ, ასევე ყოველი ცვლის ბოლოს, ახალი ცვლის ჩაშვებამდე და წინა ცვლის პერსონალის ამოყვანამდე). შესაბამისად, მისი გამოყენება თანამშრომლების გადასაადგილებლად არ შეიძლებოდა. ლიფტი, რომელშიც 22 თანამშრომელი იმყოფებოდა, მწყობრიდან გამოვიდა და გამყოლებში გაიჭედა. მეშახტეები უვნებლად გამოვიდნენ დაზიანებული ლიფტიდან. იმავე დღეს მოხდა ლიფტის შეკეთება, თუმცა თანამშრომლები ამ ეტაპზე თავს იკავებენ შახტაში ჩასვლისაგან“, – აცხადებს „საქნახშირი“.

კომპანიის ინფორმაციით, მეშახტეები მუშაობის გაგრძელებაზე გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებენ, რაც სპეციალური კომისია ამწე მექანიზმის მდგომარეობას შეისწავლის და დასკვნას მოამზადებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]